Accessibility links

logo-print

ანდერს ფოგ რასმუსენი: ნატო გლობალური უსაფრთხოების ცენტრად უნდა იქცეს


ნატოს გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი გამოვიდა მოწოდებით, გლობალური უსაფრთხოების საკითხების ირგვლივ ალიანსმა გააძლიეროს კავშირები ჩინეთთან, ინდოეთთან, პაკისტანთან და სხვა ქვეყნებთან. მიუნხენში მიმდინარე უფასრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, რასმუსენმა თქვა, რომ ნატო უსაფრთხოების საკითხებში ფართომასშტაბიანი თანამშრომლობის ცენტრად უნდა იქცეს. რასმუსენის აზრით, საერთაშორისო ასპარეზზე სხვა მნიშვნელოვან მოთამაშეებთან უფრო აქტიური თანამშრომლობის გარეშე ნატო ვერ შესძლებს დღევანდელი დღის უსაფრთხოების მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ნატოს გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ ალიანსი ავღანეთში ექსტრემიზმის დამარცხებას და ქვეყნის რეკონსტრუქციას მხოლოდ სხვა ძალების დახმარებით შესძლებს - და რომ ამ მიზნებისთვის უფრო აქტიური თანამშრობლობა ჩინეთის, ინდოეთის და რუსეთის ინტერესებშიც შედის.
XS
SM
MD
LG