Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჰმადინეჟადმა განკარგულება გასცა, დაიწყოს უფრო მეტად გამდიდრებული ურანის წარმოება


ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა ირანის ატომური ენერგეტიკის უწყებას განკარგულება მისცა, დაიწყოს უფრო მეტად გამდიდრებული ურანის წარმოება. დღეს სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას მან თქვა, რომ 20-პროცენტიანი გამდიდრება ირანის მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებდა. მას არ დაუსახელებია პროცესის დაწყების თარიღი. გამდიდრებული ურანის წარმოება მთავარი საკითხია, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის შეშფოთებას იწვევს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, ვინაიდან ის ბირთვული იარაღის დასამზადებლად შეიძლება იქნეს გამოყენებული. ირანი აცხადებს, რომ პროგრამა მშვიდობიანი ხასიათისაა. აჰმადინეჟადის განკარგულება ეწინააღმდეგება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ მანუჩერ მოტაკის ამასწინანდელ განცხადებას. მოტაკიმ თქვა, რომ, ირანის აზრით, კარგი პერსპექტივა არსებობს საიმისოდ, რომ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან შეთანხმება იქნეს მიღწეული. ამ გარიგების თანახმად, ირანის დაბალი ხარისხით გამდიდრებული ურანის ნაწილი უცხოეთში გაიცვლებოდა 20 პროცენტით გამდიდრებულ ურანში.
XS
SM
MD
LG