Accessibility links

logo-print

სარა პეილინი "ჩაის წვეულების მოძრაობის" ყრილობაზე გამოვიდა


შეერთებულ შტატებში სარა პეილინი, რომელიც 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ვიცე-პრეზიდენტის პოსტისთვის იბრძოდა, გამოვიდა ე.წ. „ჩაის წვეულების მოძრაობის“ ყრილობაზე. პეილინმა ასიათასობით ადამიანს მიმართა და თქვა, რომ „ამერიკა მზადაა ახალი რევოლუციისთვის“. თავის გამოსვლაში პეილინი დამსწრეთ პატრიოტიზმისა და რწმენისკენ მოუწოდებდა. "ჩაის წვეულების მოძრაობამ" შარშან მიიპყრო ყურადღება პრეზიდენტ ბარაკ ობამას რეფორმების წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლებით.
XS
SM
MD
LG