Accessibility links

საპრეზიდენტო არჩვენვები უკრაინაში: წინასწარი მონაცემებით, იანუკოვიჩი ლიდერობს


უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ერთმანეთს პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო და ოპოზიციონერი ვიქტორ იანუკოვიჩი უპირისპირდებიან. პირველ ტურში, რომელიც 17 იანვარს გაიმართა, იანუკოვიჩმა ტიმოშენკოსთან შედარებით 10 პროცენტით მეტი ხმა დააგროვა. წინასწარი გამოკითხვების თანახმად, ის დღევანდელ კენჭისყრაშიც ლიდერობს. ეროვნული ეგზიტ-პოლის მონაცემების თანახმად, ვიქტორ იანუკოვიჩმა მცირე უპირატესობით დაამარცხა იულია ტიმოშენკო. ეგზიტ-პოლის მიხედვით, იანუკოვიჩმა ხმათა 48.7 პროცენტი მოიპოვა, ტიმოშენკომ კი 45.5 პროცენტი. ტიმოშენკოს შტაბი აცხადებს, რომ მოითხოვს გაუქმდეს დონეცკის ოლქის იმ საარჩევნო უბნების შედეგები, სადაც საარჩევნო კომისიებში ტიმოშენკოს წარმომადგენლები არ დაუშვეს. ანალიტიკოსების აზრით, რომელიმე კანდიდატის მცირედი უპირატესობით გამარჯვებამ შესაძლოა დამარცხებულს მოქმედებისკენ უბიძგოს. ტიმოშენკომ უკვე განაცხადა, რომ დარღვევების შემთხვევაში საკუთარ მომხრეებს ქუჩაში გაიყვანს. კიევში იმყოფება ჩვენი სპეციალური კორესპონდენტი კობა ლიკლიკაძე.
XS
SM
MD
LG