Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში აშშ-ის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს


ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, თეირანმა დააკავა 7 პირი, რომლებსაც, გავრცელებული ცნობებით, კავშირი აქვთ რადიო თავისუფლების ირანულ სამსახურთან - და რამდენიმე მათგანს ამერიკულ ჯაშუშურ სააგენტოებთან თანამშრომლობაში დასდო ბრალი. სახელმწიფო რადიოსა და ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო ირნას ცნობით, ეჭვმიტანილებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს თეირანში ძალადობრივი ანტი-სამთავრობო გამოსვლების პროვოცირებაში. ირნამ გაავრცელა დაზვერვის სამინისტროს განცხადება, სადაც, სააგენტოს თანახმად, ნათქვამია, რომ დააპატიმრეს 7 პირი, რომლებსაც „კონტრ-რევოლუციონერებთან, სიონისტურ მედიასთან და უკანონო ელემენტებთან აქვთ კავშირი.“ დაკავებულების სახელები - და მათი დაკავების დრო - არ დასახელებულა. ოფიციალური წყაროების ცნობით, დაკავებული 7 პირი 11 თებერვალს - 1979 წლის ისლამური რევოლუციის დღეს - არსულობების პროვოცირებას გეგმავდა. რადიო თავისუფლებამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ამბობს, რომ „ძალიან შეშფოთებულია“ დაპატიმრებების შესახებ ცნობების გამო - თუმცა ირანის დაზვერვის სამინისტროს და სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ მყოფი მედიის ინფორმაციის გარდა, მას სხვა ცნობები არ მოეპოვება.
XS
SM
MD
LG