Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის განცხადებას დასავლეთი კრიტიკით გამოეხმაურა


ირანის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აჰმადინეჟადმა დღეს ქვეყნის ატომური ენერგეტიკის უწყებას განკარგულება მისცა, დაიწყოს 20 პროცენტით უფრო მეტად გამდიდრებული ურანის წარმოება. ამ განცხადებას უკვე გამოეხმაურა დასავლეთი. შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა, რობერტ გეიტსმა - რომელიც ირანის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების მომხრეა -
მას „იმედგაცრუება“ უწოდა. შეშფოთება გამოთქვეს გერმანიამ და ბრიტანეთმაც. გამდიდრებული ურანის წარმოება მთავარი საკითხია, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის შეშფოთებას იწვევს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, ვინაიდან ის ბირთვული იარაღის დასამზადებლად შეიძლება იქნეს გამოყენებული. ირანი აცხადებს, რომ პროგრამა მშვიდობიანი ხასიათისაა.
XS
SM
MD
LG