Accessibility links

იანუკოვიჩმა თავი უკრაინის პრეზიდენტად გამოაცხადა


ვიქტორ იანუკოვიჩმა უკრაინის პრეზიდენტის არჩევნებში საკუთარი გამარჯვების შესახებ გამოაცხადა. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ეროვნული ეგზიტ-პოლის მონაცემები, რომელთა თანახმად, „რეგიონების პარტიის“ ლიდერი ამარცხებს თავის მეტოქეს, პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს, იანუკოვიჩმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „უკრაინის ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშალა.“ უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ხმათა ექვსი პროცენტის დათვლის შემდეგ იანუკოვიჩი ათ პროცენტზე მეტით უსწრებს ტიმოშენკოს. მანამდე იულია ტიმოშენკომ თავის მხარდამჭერებს მოუწოდა, იმედს ნუ დაკარგავენ და ხმების დათვლის პროცესში „ყოველი ხმისთვის იბრძოლონ“. კენჭისყრამდე ტიმოშენკო აცხადებდა, რომ დარღვევების აღმოჩენის შემთხვევებში მისი მომხრეები მასობრივ საპროტესტო აქციებს მოაწყობენ. გარდა ამისა, ტიმოშენკოს შტაბი მოითხოვს, გაუქმდეს დონეცკის ოლქის იმ საარჩევნო უბნების შედეგები, სადაც საარჩევნო კომისიებში ტიმოშენკოს წარმომადგენლები არ დაუშვეს. ამომრჩეველთა აქტიურობამ 68 პროცენტს გადააჭარბა. სრულ წინასწარ შედეგებს ორშაბათს ელიან.
XS
SM
MD
LG