Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში ხმების მესამედის დათვლის შემდეგ კენჭისყრას იანუკოვიჩი იგებს


უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, ბიულეტენების მესამედის დათვლის შემდეგ ლიდერობს „რეგიონების პარტიის“ ლიდერი ვიქტორ იანუკოვიჩი, რომელიც დაახლოებით შვიდი პროცენტით უსწრებს პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს. ამომრჩეველთა აქტიურობამ 70 პროცენტს მიაღწია. კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე იანუკოვიჩმა საკუთარი თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ტიმოშენკოს შტაბიდან იუწყებიან, რომ მისი წევრების მიერ ჩატარებული პარალელური დათვლის თანახმად, კანდიდატებს ამომრჩეველთა დაახლოებით თანაბარმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი. კენჭისყრამდე ტიმოშენკო აცხადებდა, რომ დარღვევების აღმოჩენის შემთხვევებში მისი მომხრეები მასობრივ საპროტესტო აქციებს მოაწყობენ. უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, კენჭისყრის მსვლელობაში უხეში დარღვევები არ დაფიქსირებულა. სრულ წინასწარ შედეგებს ორშაბათს ელიან.
XS
SM
MD
LG