Accessibility links

logo-print

”ხალხის პარტიის” ორგანიზებით მოვაჭრეთა საპროტესტო აქცია იმართება


‘’ხალხის პარტიის’’ ორგანიზებით, დღეს პარლამენტის შენობასთან მოვაჭრეებისა და მცირე მეწარმეთა საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციის მონაწილეები მოითხოვენ საგადასახადო კოდექსის 143-ე მუხლის გაუქმებას, რომელიც გაყიდულ საქონელზე ე.წ. ზედნადების არქონის შემთხვევაში მოვაჭრეების დაჯარიმებას ითვალისწინებს. ასევე, მოითხოვენ მცირე მეწარმისთვის ფიქსირებული გადასახადის დაწესებას. აქციის ჩატარებასთან დაკავშირებით განაცხადი ‘’ხალხის პარტიის’’ ლიდერმა კობა დავითაშვილი თბილისის მერიაში 3 თებერვლს შეიტანა.
XS
SM
MD
LG