Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის საქალაქო სასამართლო ცოტნე გამსახურდიას საქმის განხილვას იწყებს


თბილისის საქალაქო სასამართლო ცოტნე გამსახურდიას საქმის განხილვას დღეიდან დაიწყებს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” გამსახურდიას ადვოკატმა ქეთი ბექაურმა განუცხადა, პირველ სასამართლო სხდომაზე, რომელიც მოსამზადებელი იქნება, გადაწყდება, გაერთიანდება თუ არა გამსახურდიას ორი სისხლის სამართლის საქმე და მოხდება თუ არა ერთად განხილვა. სასამართლო სხდომა დანიშნულია იმ საქმეზე, სადაც დავით ბაჯელიძეა დაზარალებული. გამსახურდიას ბრალი ედება განზრახ მკვლელობის მცდელობაში და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში. მანამდე სასამართლოში შევიდა საქმე, სადაც გამსახურდიას ბრალი ჯაშუშობაში ედება. ეს საქმე ეხება 2007 წლის ნოემბრის მოვლენებს. აღნიშნულ საქმეს დაემატა 1998 წლის 21 ნოემბრის ინციდენტი, რომელიც პოლიციელ ლევან სანიკიძესა და ცოტნე გამსახურდიას შორის მოხდა.
XS
SM
MD
LG