Accessibility links

პარლამენტი ახალი ამნისტიის პროექტს განიხილავს


საქართველოს პარლამენტი დღეიდან ახალი ამნისტიის პროექტის განხილვას იწყებს. პროექტი პარლამენტში 14 დეკემბერს შევიდა და ის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან ათავისუფლებს პირებს, რომლებმაც ჩაიდინეს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე 362-ე მუხლებით ან 363-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება. აღნიშნული დანაშაულები დაკავშირებულია 2003-2004 სასწავლო წლის ყალბი სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ატესტატის დამზადებასთან, შეძენასა და გასაღების მიზნით შენახვასთან, გასაღებასთან ან გამოყენებასთან, მათ საწინააღმდეგო მისაკუთრებასთან, გადამალვასთან, განადგურებასთან და ასევე დოკუმენტებში ყალბი ცნობის ან ჩანაწერის შეტანასთან. “ამნისტიის შესახებ” კანონპროექტს დღეს პირველი მოსმენით, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი განიხილავს.
XS
SM
MD
LG