Accessibility links

logo-print

სააკაშვილი: მიუხედავად იმისა, ვინ გახდება ახალი პრეზიდენტი, უკრაინა და საქართველო სტრატეგიულ პარტნიორებად დარჩებიან


საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, უკრაინულმა დემოკრატიამ გაიმარჯვა, ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების კი, შესაძლოა, ევროპის ბევრ სახელმწიფოს შეშურდეს. კვირას ღამით ტელეკომპანია ”უკრაინის” ეთერით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ თბილისის და კიევის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა და მიუხედავად იმისა, ვინ გახდება ახალი პრეზიდენტი, უკრაინა და საქართველო სტრატეგიულ პარტნიორებად დარჩებიან. უკრაინელი ხალხის არჩევანს მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. დღევანდელ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ ორი ქვეყნის მჭიდრო სტრატეგიულ ურთიერთობაში რაიმე ბზარის შეტანის საშიშროებას თბილისი ვერ ხედავს. ”ქმნის, თუ არა რაიმე საფრთხეს იანუკოვიჩის გამარჯვება, ცალსახად გიპასუხებთ, რომ მიუხედავად სკეპტიკური დამოკიდებულებისა, ნებისმიერ ხელისუფალთან ურთიერთობა კარგად და პროდუქტიულად გაგრძელდება და გაღრმავდება” - განაცხადა კალანდაძემ. მან უსაფუძვლო უწოდა შიშს იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტად იანუკოვიჩის არჩევის შემთხვევაში, უკრაინამ შესაძლოა, საქართველოსთან სავიზო რეჟიმი დააწესოს და კონფლიქტური რეგიონების დამოუკიდებლობა აღიაროს.
XS
SM
MD
LG