Accessibility links

logo-print

ირანის სახელმწიფო მედია: არეულობის მოწყობის წაქეზებაში ბრალდებულებს რადიო თავისუფლების ირანულ სამსახურთან აქვთ კავშირი


ირანის სახელმწიფო მედია იტყობინება, რომ 7 თებერვალს არეულობის მოწყობის წაქეზების ბრალდებით დაკავებულ 7 ადამიანს თითქოსდა კავშირი აქვს რადიო თავისუფლების ირანული სამსახურის - რადიო ფარდას მუშაობასთან. დაკავებულებს ბრალი ედებათ ამერიკის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობასა და 11 თებერვლისთვის, ანუ ისლამური რევოლუციის წლისთავისთვის საპროტესტო გამოსვლების მომზადებაში. დაპატიმრების შესახებ გავრცელებულ ცნობასთან დაკავშირებით რადიო თავისუფალი ევროპა - რადიო თავისუფლება გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას და შენიშნავს, რომ ირანული წყაროების მიერ გავრცელებულის გარდა, არანაირ ინფორმაციას არ ფლობს.
XS
SM
MD
LG