Accessibility links

logo-print

საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ მიუნხენში საერთაშორისო კონფერენციაზე სააკაშვილი მიწვეული არ ყოფილა


საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ მიუნხენში, უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტი მიწვეული არ ყოფილა. დღევანდელ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განმარტა, რომ როგორც წესი, სახელმწიფოს მეთაურებს კონფერენციაზე იმ შემთხვევაში იწვევენ, თუ რაიმე სპეციალური ღონისძიება, ან მისი სიტყვით გამოსვლა დაიგეგმება. კიდევ ერთ მიზეზად კალანდაძემ ის დაასახელა, რომ საქართველოს პრეზიდენტი კონფერენციას უკვე ორჯერ დაესწრო, ფორუმზე კი, სახელმწიფოს მეთაურებს ზედიზედ არ იწვევენ. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის პრეს-სპიკერის მიერ გასულ კვირაში გავრცელებული კომენტარით, მიხეილ სააკაშვილი მიუნხენში მიწვეული იყო, თუმცა, კონფერენციას გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო ვერ დაესწრო.
XS
SM
MD
LG