Accessibility links

logo-print

სერგეი ლავროვმა მოლაპარაკება გამართა ჰამასის პოლიტიკური ფრთის ხელძღვანელ ჰალედ მაშალთან


რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა მოლაპარაკება გამართა ჰამასის პოლიტიკური ფრთის ხელძღვანელ ჰალედ მაშალთან. მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე განხილული იქნა პალესტინის პოლიტიკური ძალების შერიგებისა და ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პერსპექტივები. პალესტინის ავტონომიისა და ისრაელის ურთიერთობის შესახებ საუბრისას, ჰამასის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოსამა ჰამდანმა განაცხადა, რომ პრობლემად რჩება პალესტინის ტერიტორიაზე ებრაული დასახლებების მშენებლობა და იერუსალიმის სტატუსი.
XS
SM
MD
LG