Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ და ევროკავშირი მოუწოდებენ ირანს, დაიცვას ადამიანის უფლებები


აშშ-მა და ევროკავშირმა მოუწოდეს ირანს, შეწყვიტოს საკუთარი მოქალაქეების უფლებების დარღვევა. ერთობლივ განცხადებაში აშშ და ევროკავშირი გმობენ ფართო მასშტაბის დაპატიმრებებს, ჯგუფურ სასამართლოებს და სიტყვის გამოხატვის თავისუფლების ჩახშობას. განცხადებაში ასევე შეშფოთებაა გამოხატული ხუთშაბათისთვის დაგეგმილი გამოსვლების დროს ძალადობის შესაძლებელი გაფართოების გამო. 11 თერერვალს ირანი ისლამური რესპუბლიკის წლისთავს აღნიშნავს, ოპოზიცია ამ დღეს მომხრეებს გამოსვლებისკენ მოუწოდებს.
XS
SM
MD
LG