Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტიმოშენკო პრესის წინაშე სავარაუდოდ დღეს წარდგება


უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოქმების 99.44% დათვალა. შედეგი ამ დროისთვის ასეთია: იანუკოვიჩი - 48.81%, ტიმოშენკო - 45.61%. მოელიან, რომ დღეს იულია ტიმოშენკო პრესის წინაშე წარდგება. თითქმის ყველა ამომრჩევლის ხმა დათვლილია. იანუკოვიჩს საკმარისი ხმები აქვს იმისთვის, რომ გამარჯვებულად გამოცხადდეს. თუმცა, ტიმოშენკოს ჯერ მარცხი არ უღიარებია. მიმომხილველთა ვარაუდით, ტიმოშენკო ეჭვის ქვეშ დააყენებს შედეგებს არჩევნებს მისი არსამართლიანად ჩატარების მოტივით. აქვე გეტყვით, რომ ეუთომ გამოაცხადა, რომ არჩევნები უკრაინაში დემოკრატიის ”შთამბეჭდავი გამოხატულება” იყო და ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემისკენ მოუწოდა უკრაინელებს.
XS
SM
MD
LG