Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში დიდთოვლობამ პანიკა გამოიწვია


ცენტრალურ ავღანეთში დიდთოვლობამ პანიკა გამოიწვია. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, სამხრეთ სალანგში სულ ცოტა ხუთი ადამიანი დაიღუპა. თოვლისა და ზვავის გამო ჩაიკეტა ჩრდილოეთი და სამხრეთი ავღანეთის დამაკავშირებელი ცენტრალური საავტომობილო გზა. ათობით ადამიანი მანქანებში იმყოფება. რეგიონულმა ხელისუფლებამ საგანგებო ვითარება გამოაცხადა და ქაბულისგან დახმარებას ელის.
XS
SM
MD
LG