Accessibility links

logo-print

სტუმრად ჩვენს ეთერში: ვახტანგ ძაბირაძე


ვახტანგ ძაბირაძე

ვახტანგ ძაბირაძე

9 თებერვალს, რადიო ”თავისუფლების” თბილისის სტუმარი გახლდათ პოლიტიკის ექსპერტი, საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრი ვახტანგ ძაბირაძე. სახოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისია მაისის თვიდან მუშაობს საკონსტიტუციო რეფორმის პროექტზე, რომელსაც უახლოეს მომავალში ფართო საზოგადოებას წარუდგენს. როგორც ვახტანგ ძაბირაძემ რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში აღნიშნა, ისინი საპარლამენტო რესპუბლიკას უჭერენ მხარს. გასულ კვირას საზოგადოებრივი კომისიის წერვები ვენეციის კომისიის პრეზიდენტს ჯანი ბუკიკიოს შეხვდნენ. სწორედ მისგან მიირეს კომისიის წევრებმა თანხმობა იმის შესახებ, რომ ვენეციის კომისია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის პროექტთან ერთად მათ პროექტსაც განიხილავს.
ნინო თარხნიშვილი
XS
SM
MD
LG