Accessibility links

logo-print

საფრანგეთმა პრინციპული თანხმობა განაცხადა რუსეთისთვის "მისტრალის" მიყიდვის თაობაზე


”მისტრალი”, ვერტმფრენმზიდი ხომალდი

”მისტრალი”, ვერტმფრენმზიდი ხომალდი

ნატოს სხვა წევრების ნების საწინააღმდეგოდ საფრანგეთმა პრინციპული თანხმობა განაცხადა რუსეთისთვის მისტრალის კლასის ვერტმფრენმზიდის მიყიდვის თაობაზე. განიხილება დამატებით სამი მსგავსი ხომალდის გაყიდვის შესაძლებლობაც. საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მისტრალის მიყიდვის თხოვნა არა ”პოლიტიკურ დონეზე”, არამედ რუსეთის საზღვაო ძალების გენერალური შტაბიდან მოდის. მისტრალი 200 მეტრი სიგრძისაა. ის იტევს 900 ჯარისკაცს, ვერტმფრენებსა და ჯავშანტექნიკას. ხომალდის ღირებულება 500 მილიონი ევროა. რუსეთისვის მისტრალის მიყიდვა იქნება პირველი მნიშვნელოვანი სამხედრო გარიგება რუსეთსა და ნატოს წევრს შორის.

ამ ცნობის კომენტირებისას რადიო ”თავისუფლებას” პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით დარჩიაშვილმა განუცხადა, რომ ეს არის შეშფოთების საგანი როგორც რუსეთის უშუალო მეზობლებისთვის, ისე რეგიონული სტაბილურობისა და უასფრთხოებისთვის, რაც ევროპისა და ნატოს წევრი ქვეყნების განხილვის საგანი უნდა იყოს: ”გაასგებია, რომ საფრანგეთს სურს კომერციული სარგებელი ნახოს და ამავე დროს მნიშვნელოვნად ტვლის რუსეთთან თანამშრომლობით ურთიერთობებს, მაგრამ, როგორც სულ ცოტა ხნის წინ საუბრობდა ნატოს გენერალური მდივანი, რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების დამყარება არ ნიშნავს პრინციპებზე უარის თქმას. ეს თეზისი ამ შემთხვევაშიც აქტუალურია”.
XS
SM
MD
LG