Accessibility links

logo-print

ნათელაშვილი სააკაშვილს რუსეთისთვის მამისონის უღელტეხილის დათმობაში ადანაშაულებს


საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი პრეზიდენტს ქვეყნის ტერიტორიების კიდევ ერთი ნაწილის დაკარგვაში ადანაშაულებს. დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ კავკასიონის მთავარ ქედზე არსებული 44 გადასასვლელიდან 25-ს რუსეთის შეარაღებული ძალები აკონტროლებენ. მისივე ინფორმაციით, საავტომობილო მაგისტრალი დაღესტნიდან ყვარლის რაიონს მიუახლოვდა, არღუნის ხეობაში მიტოვებული ქართული სოფელი კი - ჩეჩენთა 200-მდე ოჯახმა უკვე დაიკავა. ნათელაშვილი ირწმუნება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს მამისონის უღელტეხილი და მისი მიმდებარე ტერიტორიებიც დაუთმო. ”რუსები ამუშავებენ ახალი სამხედრო გზის სტრატეგიას ცხინვალიდან სტეფანწმინდის მიმართულებით, რომელიც ახალგორს, ქსნის ხეობას და მლეთას გაივლის და მისი განხორციელება საქართველოს უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობის ტერიტორიას მოსწყვეტს” - განაცხადა ლეიბორისტთა ლიდერმა. მან პრეზიდენტს მოუწოდა, სწორი დასკვნა გამოიტანოს, ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღოს და პოსტიდან გადადგეს.
XS
SM
MD
LG