Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატრუშევი: ნატო რუსეთისთვის კვლავ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს


ნატო რუსეთისთვის კვლავ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს - განაცხადა მოსკოვში დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა. ნიკოლაი პატრუშევის თქმით, ”ვარშავის ბლოკის” დაშლის შემდეგ, ნატომ არსებობა არათუ შეწყვიტა, წევრთა რაოდენობა 12-დან 28-მდე გაზარდა და დღემდე გაფართოებას განაგრძობს. პატრუშევის განცხადებით, გარკვეული დროის შემდეგ ალიანსში პოტენციურად გაწევრიანება შეუძლიათ საქართველოსა და უკრაინას. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა აღნიშნა, რომ თავის დროზე, სწორედ ნატოს სახელმწიფოებმა შეაიარაღეს საქართველო და ის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საწინააღმდეგო აგრესიისთვის მოამზადეს. პატრუშევის თქმით, საკითხავია, რატომ განაგრძობენ საქართველოსთვის იარაღის მიწოდებას და ხომ არ სურთ, რომ თავდასხმა განმეორდეს. ”წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიარაღება უნდა შეწყდეს, რადგან ჩვენ თავდასხმას არ ვაპირებთ” - განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა.
XS
SM
MD
LG