Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”მისტრალის” შეძენის საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ არსებობს


რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებით, ”მისტრალის” შეძენის საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ არსებობს. მოსკოვში დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ნიკოლაი პატრუშევმა აღნიშნა, რომ რუსეთს შეუძლია მსგავსი ხომალდი საზღვარგარეთ შეიძინოს, ან თავადვე ააშენოს, თუმცა, ამას დრო სჭირდება. ამიტომ, პატრუშევის თქმით, ამჟამად პროცესის ანალიზი მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყვეტილება მის შედეგს დაეფუძნება. ამასთან, სააგენტო რია-ნოვოსტი რუსეთის სახელისუფლებო წყაროზე დაყრდნობით დღეს იუწყება, რომ ”მისტრალის” შეძენა საბოლოოდ უახლოეს ხანში, უმაღლეს დონეზე გადაწყდება. სააგენტოს ცნობით, მარტის დასაწყისში პარიზში პრეზიდენტ მედვედევის ვიზიტია დაგეგმილი.
XS
SM
MD
LG