Accessibility links

logo-print

რუსეთის უშიშროების მაღალჩინოსნის თქმით, ბირთვულ სფეროში ირანის მუშაობა ეჭვებს აღძრავს


რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, ნიკოლაი პატრუშევის თქმით, ირანის განცხადება, რომ თავის ტერიტორიაზე აპირებს ურანის 20 პროცენტით გამდიდრებას, „ეჭვებს აღძრავს“ ამ ქვეყნის მიზნების შესახებ. პატრუშევის ამ განცხადებამდე ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა ცნობა, რომ ქვეყანამ უფრო მაღალგამდიდრებული ბირთვული საწვავის წარმოება დაიწყო „ატომური ენერგეტიკისი საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლების თანდასწრებით.“ შეერთებულ შტატებში პენტაგონის წარმომადგენლის, ჯეფ მორელის თქმით, ვაშინგტონი იმედოვნებს, რომ გაერო ირანსახლო მომავალში ახალ სანქციებს დაუწესებს.
XS
SM
MD
LG