Accessibility links

logo-print

გარდაიცვალა პოეტი იზა ორჯონიკიძე


დღეს, 71 წლის ასაკში გარდაიცვალა პოეტი და საზოგადო მოღვაწე იზა ორჯონიკიძე. იზა ორჯონიკიძე არის რამდენიმე პოეტური კრებულისა და ორი პროზაული წიგნის ავტორი, რომლებშიც მისი ესეები, წერილები და ინტერვიუები შევიდა. იზა ორჯონიკიძე არის ილია ჭავჭავაძისა და ნიკო ნიკოლაძის პრემიების ლაურეატი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენითა და თბილისის საპატიო მოქალაქის ტიტულით. გასულ წელს საქართველოს პრეზიდენტმა მას შოთა რუსთაველის სახელობის პრემია გადასცა.
XS
SM
MD
LG