Accessibility links

logo-print

ტიმოშენკო არჩევნების შედეგების გაპროტესტებას გეგმავს


იულია ტიმოშენკო, პრეზიდენტობის კანდიდატი

იულია ტიმოშენკო, პრეზიდენტობის კანდიდატი

იულია ტიმოშენკოს საპარლამენტო ფრაქციის წევრები აცხადებენ, რომ აპირებენ, გააპროტესტონ კვირას გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები.

უკვე დათვლილია თითქმის ყველა ბიულეტენი და ტიმოშენკოს მეტოქე, ვიქტორ იანუკოვიჩი, 5 პროცენტზე მეტით ლიდერობს. თავად პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ საჯარო განცხადება არ გაუკეთებია. თუმცა მისი ფრაქციის წევრები აცხადებენ, რომ არჩევნებზე მასშტაბური დარღვევები აღინიშნა და თავისუფალი არჩევნების უფლების დასაცავად ისინი სასამართლოს მიმართავენ.

ეუთოს ხელმძღვანელობით მოქმედმა საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნებს გამჭვირვალე და პატიოსანი უწოდეს და უკრაინის პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდეს, ყველაფერი გააკეთონ რათა ძალაუფლების გადაბარება მშვიდობიანად მოხდეს.

მოსკოვში კრემლმა გაავრცელა განცხადება, რომ რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა იანუკოვიჩს უკვე მიულოცა კარგად ჩატარებულ არჩევნებში წარმატების მიღწევა. განცხადება გაავრცელა კიევში შეერთებული შტატების საელჩომაც. მან არჩევნებს წარმატებული უწოდა და დემოკრატიის კონსოლიდაციის ნიშნად მიიჩნია, თუმცა იანუკოვიჩი არ უხსენებია.
XS
SM
MD
LG