Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუწყებიან, რომ კადიროვმა უკან გაიტანა უფლებადამცველების წინააღმდეგ შეტანილი სარჩელები


ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა უკან გაიტანა უფლებადამცველების და ჟურნალისტების წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი სარჩელები - ასეთ ინფორმაციას ავრცელებს სააგენტო „ინტერფაქსი“ კადიროვის პრესმდივანზე დაყრდნობით. მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ კადიროვს უფლებადამცველების - ოლეგ ორლოვის და ლიუდმილა ალექსეევას - წინააღმდეგ საქმეების შეწყვეტა დედამ, აიმანი კადიროვამ სთხოვა, რადგან ჩეჩნური ტრადიციები „კრძალავს დავაში შესვლას ხანდაზმულ ხალხთან - მაშინაც კი, თუკი ისინი არაობიექტურ შეხედულებებს გამოთქვამენ.“ ღირსების შელახვის მოტივით ოლეგ ორლოვის წინააღმდეგ სარჩელი კადიროვმა გასული წლის ზაფხულში შეიტანა. მას შემდეგ, რაც უფლებადამცველმა ისაუბრა კადიროვის პასუხისმგებლობაზე ორგანიზაცია „მემორიალის“ წარმომადგენლის, ნატალია ესტემიროვას მკვლელობის ირგვლივ. ლიუდმილა ალექსეევას კი ჩეჩნეთის პრეზიდენტმა გასულ კვირაში უჩივლა ცნობილი უფლებადამცველის მხრიდან კადიროვის მომხრეების მიმართ გამოთქმული კრიტიკის გამო.
XS
SM
MD
LG