Accessibility links

logo-print

ევროპის პარლამენტმა ევროკომისიის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა


ევროპის პარლამენტმა დიდი უმრავლესობით დაამტკიცა ევროპის კომისიის ახალი შემადგენლობა. ამით 27-წევრიან კომისიას - რომელიც ევროკავშირში კანონპროექტებს წარადგენს და კანონების შესრულებაზე ზრუნავს - მუშაობის დაწყების საშუალება ეძლევა, თუმცა განსაზღვრულზე 4 თვით გვიან. კომისიის დამტკიცება, სხვა ფაქტორებთან ერთად, შეაფერხა ევროკავშირის ლისაბონის ხელშეკრულების გაფორმების გაჭიანურებამ, ისევე როგორც ევროკავშირის ორი მთავარი თანამდებობის შევსების საკითხმა. კომისია, რომლის პრეზიდენტიც ჟოზე მანუელ ბაროზუ იქნება, 5 წლის განმავლობაში იმუშავებს.
XS
SM
MD
LG