Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ პრეზიდენტის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დღეს განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ მორიგი საერთაშორისო სანქციების შემოსაღებად მიმდინარეობს მუშაობა, რომელიც, სავარაუდოდ, მომავალ კვირებში დასრულდება. ეს განცხადება მოჰყვა ირანის გადაწყვეტილებას, დაიწყოს 20 პროცენტამდე გამდიდრებული ურანის წარმოება, რაც მიჩნეულია პირველ ნაბიჯად ატომური იარაღისთვის გამოსადეგ დონეზე ურანის გამდიდრების მისაღწევად. ობამას განცხადებით, ნათელია, რომ ირანი ატომური იარაღის შექმნას ცდილობს, მიუხედავად თეირანის განცხადებებისა, რომ მისი ბირთვული პროგრამა მარტო მშვიდობიან მიზნებს ემსახურება. ბირთვული პროგრამის შესახებ ირანის განცხადებებით დაეჭვება გამოთქვა რუსეთმაც. გაეროს უშიშროების საბჭოს უკვე სამი წყება სანქციები აქვს შემოღებული ირანის წინააღმდეგ, რათა ის ურანის გამდიდრების შეწყვეტაზე დაიყოლიოს.
XS
SM
MD
LG