Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს პრეს-მდივნის განცხადებით, ალიანსი არ ასრულებს რაიმე „ოფიციალურ როლს“ „მისტრალის“ საკითხში


ნატოს პრეს-მდივანმა, ჯეიმს აპატურაიმ სამშაბათს ბრიუსელში უპასუხა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების შეკითხვას სამხედრო ხომალდ „მისტრალის“ შესახებ. ალიანსის წევრი საფრანგეთის მიერ რუსეთისთვის „მისტრალის“ მიყიდვის პერსპექტივასთან დაკავშირებით აპატურაიმ აღნიშნა, რომ „ნატო არ ასრულებს რაიმე ოფიციალურ როლს მთელს ამ შესყიდვაში. რასაკვირველია, მოკავშირეები ერთმანეთს ელაპარაკებიან, რაც ამ საკითხსაც ეხება. გვჯერა, რომ ეს შესყიდვა, როცა შედგება, სავსებით კანონიერი იქნება, (...) მაგრამ, რასაკვირველია, ზოგმა მოკავშირემ შეშფოთება გამოთქვა შესყიდვაზე ამ შეთანხმების გამო და ჩვენ ამას ვაცნობიერებთ“. უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთი „პრინციპში“ მზად არის, რუსეთს მიჰყიდოს სადესანტო ვერტმრფენმზიდად ცნობილი „მისტრალი“, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ და მოლაპარაკება გრძელდება. ეს ცნობა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებაზე დაყრდნობით გაავრცელა საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესმა“.
XS
SM
MD
LG