Accessibility links

logo-print

რუსეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ნატო გააკრიტიკეს, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს გამოც


რუსეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს ნატოსა და შეერთებული შტატების გეგმა, რომელიც ევროპაში ანტისარაკეტო სისტემის განთავსებას ითვალისწინებს. გენერალმა ნიკოლაი მაკაროვმა ანტისარაკეტო სისტემის გეგმას "რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მიმართული" უწოდა. შეერთებული შტატები კი აცხადებს, რომ ანტისარაკეტო ფარი ირანიდან მომდინარე პოტენციური საფრთხის წინააღმდეგ მიმართული ზომაა. დღესვე, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა, რომ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება საფრთხეს უქმნის რუსეთს. „თუ გავაანალიზებთ ბოლო ათწლეულებში ნატოს განვითარების ისტორიას, ჩვენი ქვეყნის განვითარების ისტორიას, ევროპის განვითარების ისტორიას, ჩვენ დავრწმუნდებით, რომ ნატო ჩვენთვის საფრთხეს წარმოადგენს, თან საკმარისად სერიოზულ საფრთხეს,“ განაცხადა პატრუშევმა მოსკოვში გამართულ პრეს-კონფერენციაზე. იქვე მან დაგმო ნატოს პოზიცია ალიანსში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივის საკითხში და ნატოს მიერ საქართველოსთვის იარაღის მიწოდება.
XS
SM
MD
LG