Accessibility links

logo-print

ბალტიის ზღვის რეგიონის ლიდერები ჰელსინკში იკრიბებიან


ბალტიის ზღვის რეგიონის 9 ქვეყნის ლიდერები შეიკრიბებიან დღეს ჰელსინკში, სადაც ისაუბრებენ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ზღვის ბალტიის ზღვის გაწმენდის გზებთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ ბალტიის ზღვაში უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში არაერთხელ მოხვდა სხვადასხვა ტოქსიკური ელემენტი. დღევანდელ შეხვედრაში ფინეთის, შვედეთის, პოლონეთის, გერმანიის, ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის ლიდერებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს რუსეთის პრემიერ მინისტრი ვლადიმერ პუტინიც.
XS
SM
MD
LG