Accessibility links

logo-print

საკაბელო ქსელები სამომხმარებლო პაკეტიდან რუსულენოვან ევრონიუსს ამოიღებენ


საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ საკაბელო ქსელის ხელმძღვანელებს დაავალა სამომხმარებლო პაკეტიდან რუსულენოვანი ”ევრონიუსისა”და სომხური არხების ამოღება. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ერთ-ერთი საკაბელო კომპანიის წარმომადგენელმა განუცხადა. მისი თქმით, აღნიშნული მოთხოვნის მოტივად ინგლისურენოვან და რუსულენოვან ”ევრონიუსს” შორის ინფორმაციული სხვაობა სახელდება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში განუცხადეს, კომისიის მოთხოვნა სპეციალური ნებართვების არარსებობას უკავშირდება. კომისიის ინფორმაციით, საკაბელო ქსელების წარმომადგენლებთან ხელშეკრულებების დახვეწის შესახებ შეხვედრები 7 თვეა მიმდინარეობს.
XS
SM
MD
LG