Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იანუკოვიჩმა ტიმოშენკოს მოუწოდა, არჩევნებში დამარცხება აღიაროს


უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატმა ვიქტორ იანუკოვიჩმა იულია ტიმოშენკოს მოუწოდა, არჩევნებში დამარცხება აღიაროს. ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ უკრაინის დემოკრატიულობა საპრეზიდენტო არჩევნებმა დაადასტურა, მისი შედეგების აღიარებაზე უარის თქმით კი, ტიმოშენკო ”ნარინჯისფერი რევოლუციის” პრინციპებს ღალატობს. ამავე ინტერვიუში ”რეგიონების პარტიის” ლიდერმა აღნიშნა, რომ კრემლის მარიონეტი არ არის, მხოლოდ უკრაინელი ხალხის ინტერესებით იხელმძღვანელებს და კარგი ურთიერთობა ექნება როგორც რუსეთთან, ასევე ევროკავშირთან. რაც შეეხება ნატოს, იანუკოვიჩის განცხადებით, მისი ადმინისტრაცია ალიანსთან თანამშრომლობას განაგრძობს, თუმცა, ნატოში უკრაინის გაწევრიანების საკითხი სახალხო რეფერენდუმმა უნდა გადაწყვიტოს.
XS
SM
MD
LG