Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტიმოშენკო არც წაგებას აღიარებს და არც სამომავლო გეგმებზე საუბრობს


უკრაინის ცსკ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ოქმები სრულად დაითვალა და შედეგები გამოაქვეყნა. რეგიონების პარტიის ლიდერმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ხმების 48,95% მიიღო, პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომ კი - 45,47%. იულია ტიმოშენკოს ბლოკის საპარლამენტო ფრაქციის დეპუტატმა ოლეგ გლიაშკომ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ არჩევნების გაყალბების გამო ტიმოშენკოს გუნდი ხმების ხელახალ დათვლას მოითხოვს. რაც შეეხება ტიმოშენკოს, მან დაგეგმილი ბრიფინგი რამდენჯერმე გადადო. სამშაბათს საღამოს ასევე არ შედგა უკრაინის მოქალაქეებისადმი მისი ტელემიმართვა. უკრაინული პრესა ვარაუდობს, რომ პრემიერ-მინისტრი არჩევნების შედეგების გამოცხადებას ელის.
XS
SM
MD
LG