Accessibility links

logo-print

იუნესკოს განათლების საერთაშორისო ბიუროს ვიცე-პრეზიდენტად არჩევას 28 ქვეყანამ დაუჭირა მხარი


საქართველო პირველად აირჩიეს იუნესკოს განათლების საერთაშორისო ბიუროს ვიცე-პრეზიდენტად, ბიუროს პრეზიდენტის პოსტი კი - ნორვეგიამ დაიკავა. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა განაცხადა, რომ საქართველოს კონკურენტებს შორის იყვნენ რუსეთი, ჩეხეთი და უნგრეთი, თუმცა, 28 ქვეყანამ დაუჭირა მხარი საქართველოს. მინისტრის შეფასებით, იუნესკოს განათლების ბიუროს ვიცე-პრეზიდენტად საქართველოს არჩევა პასუხისმგებლობა, პრესტიჟი და ქვეყნის განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების აღიარებაა. სამინისტროს განმარტებით, ქართველი ექსპერტები უცხოელ სპეციალისტებთან ერთად შეიმუშავებენ იუნესკოს განათლების საერთაშორისო ბიუროს სტრატეგიას, რომელიც მიზნად ისახავს ეროვნული სასწავლო გეგმების განვითარებას.
XS
SM
MD
LG