Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურა: ვახტანგ კომახიძეს მუქარის ფაქტების გამო ოფიციალურად არ მოუმართავს


საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ მისთვის ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძეს მუქარის ფაქტების გამო ოფიციალურად არ მიუმართავს და შესაბამისად, გამოძიება ჯერჯერჯობით არ დაწყებულა. სტუდია ”რეპორტიორის” დამფუძნებელმა ვახტანგ კომახიძემ გასულ საღამოს ჟენევიდან გაავრცელა მიმართვა, რომელშიც აღნიშნავს, რომ საქართველოში პროფესიული საქმიანობა ეზღუდება, მისი და ოჯახის წევრთა თავისუფლებას, ჯანმრთელობას და სიცოცხლეს კი - საფრთხე ემუქრება, რის გამოც შვეიცარიის მთავრობისგან პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს. ჟურნალისტის განცხადებით, ამასწინანდელი ჩასვლის შემდეგ ცხინვალში, სადაც ახალი ფილმისთვის მასალები მოიპოვა, ხელისუფლებისგან დაიწყო აშკარა აგრესიული მუქარა, რომლითაც არაორაზროვნად მიანიშნეს, რომ საქმიანობის გაგრძელების შემთხვევაში მის, ან ოჯახის წევრთა სიცოცხლეს საფრთხე შეექმნებოდა. შვეიცარიაში პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას ვახტანგ კომახიძე მისი ოჯახის უსაფრთხოებისა და ასევე, ფილმზე მუშაობის დასრულების ერთადერთ გარანტიად მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG