Accessibility links

იანუკოვიჩი ტიმოშენკოს გადადგომისკენ მოუწოდებს


ვიქტორ იანუკოვიჩი - რომელმაც, წინასწარი შედეგებით, გამარჯვება მოიპოვა უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში - თავის მეტოქეს, იულია ტიმოშენკოს, პრემიერ-მინისტრობიდან გადადგომისკენ მოუწოდებს. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს განაცხადა, რომ წინასწარი შედეგების თანახმად, კვირას გამართულ მეორე ტურში იანუკოვიჩმა თითქმის 3.5 პროცენტით გაიმარჯვა. არჩევნების საბოლოო შედეგი კომისიამ ჯერ კიდევ უნდა დაამტკიცოს და ოფიციალურად გამოაცხადოს. თავისი რეგიონების პარტიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში იანუკოვიჩი ტიმოშენკოს მოუწოდებს გადადგეს და ოპოზიციაში გადავიდეს - რათა ამით ქვეყანამ „მორიგი კრიზისი“ აიცილოს თავიდან. ტიმოშენკო დამარცხებას არ აღიარებს. მისი პარტიის განცხადებით, ზოგიეთ საარჩევნო უბანზე მიღებულ მონაცემებს - და შესაძლოა მთლიანად არჩევნების შედეგს - სასამართლოში გააპროტესტებენ.
XS
SM
MD
LG