Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზბეკ ფოტოგრაფს ამნისტია შეუფარდეს


უზბეკეთში სასამართლომ დამნაშავედ სცნო, თუმცა მაშინვე ამნისტია შეუფარდა ცნობილ ფოტოგრაფ ქალს, რომელსაც ბრალად ქვეყნის შეურაცხყოფა ედებოდა ჩვეულებრივი ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებული პრობლემების და გაჭირვების გადაღების გამო. 54 წლის უმიდა ახმედოვას ბრალდებოდა ტაშკენტში შვეციის საელჩოს მიერ დაფინანსებულ ფოტოსერიასა და დოკუმენტურ ფილმში ქვეყნის მცხოვრებთა ჩამორჩენილ და გაღატაკებულ ხალხად წარმოჩინება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას მაქსიმალური სასჯელის სახით შრომა-გასწორების კოლონიაში ორი წლით გაგზავნა ემუქრებოდა.
XS
SM
MD
LG