Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნობელის პრემიის ირანელი ლაურეატი შეშფოთებას გამოთქვამს ირანში მოვლენების შესაძლო განვითარების გამო


მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ირანელმა ლაურეატმა, შირინ ებადიმ დღეს გაერო გააფრთხილა, რომ, თუ ირანის მთავრობა ძალას გამოიყენებს ოპოზიციის საპროტესტო აქციებზე, რომლებიც 11 თებერვალს, ისლამური რესპუბლიკის დაარსების მორიგ წლისთავს უნდა დაემთხვეს, ამას შესაძლოა, „კატასტროფა მოჰყვეს“. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოსადმი ღია წერილში ებადი გამოთქვამს აზრს, რომ, თუ მთავრობა მოინდომებს ირანში ივნისის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული ოპოზიციური მოძრაობის განადგურებას, მზარდმა სოციალურმა არეულობამ შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს "მშვიდობასა და უსაფრთხოებას ირანში, თუ მთელს რეგიონში არა". ებადი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მოუწოდებს, დანიშნოს საგანგებო გამომძიებელი ირანისთვის. ამ, 47-წევრიანმა საბჭომ 15ტ თებერვალს უნდა განიხილოს ირანის პოლიტიკა ადამიანის უფლებების სფეროში.
XS
SM
MD
LG