Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს გენერალური მდივანი არ არის რუსეთისთვის "მისტრალის" მიყიდვის წინააღმდეგი


ნატოს გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი არ არის საფრანგეთის მიერ რუსეთისთვის სადესანტო ხომალდ "მისტრალის" მიყიდვის წინააღმდეგი, თუმცა მხედველობაში იღებს ზოგი მოკავშირის შეშფოთებას „მისტრალზე“ გარიგების გამო. ამის შესახებ დღეს ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა ნატოს პრეს-მდივანმა ჯეიმს აპატურაიმ. მსგავსი შინაარსის განცხადება აპატურაიმ გუშინაც გააკეთა რადიო თავისუფალი ევროპა-რადიო თავისუფლების კორესპონდენტთან საუბარში. რუსეთისთვის "მისტრალის" მიყიდვის გეგმისადმი უარყოფითი დამოკიდებულება, საქართველოს გარდა, აქვს ნატოს რამდენიმე წევრსაც - კერძოდ, ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და შეერთებულ შტატებს.
XS
SM
MD
LG