Accessibility links

11 თებერვალს, თბილისის სტუდიის სტუმარი იყო სახალხო დამცველი მრცეველი არჩილ თალაკვაძე. სახალხო დამცველი ოფისმა ჯანდაცვის მინისტრს ანგარიში წარუდგინა, სადაც ასახულია ფსიქტიატრიული დაწესებულებების მონიტორინგის შედეგები. როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ჯერ კიდევ მრავლად მოიპოვება ისეთი პრობლემები როგორიცაა, პაციენტთა უფლებების დარღვევა, საავადმყოფოებში არსებული არასათანადო საყოფაცხოვრებო პირობები, მედპერსონალის დაბალკვალიფიციურობა. მისივე თქმით, როგორც ჯანდაცვის მინისტრი სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებს დაჰპირდა, ინტენსიურად დაიწყება მუშაობა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში სიტუაციის გამოსწორების შესახებ.
XS
SM
MD
LG