Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტიმოშენკო არჩევნების შედეგებსა და გადადგომაზე ჯერ არ საუბრობს


იულია ტიმოშენკო
იულია ტიმოშენკო
უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, დღეს საჯაროდ პირველად გამოჩნდა პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო. მან კიევში მთავრობის სხდომა გამართა.

არჩევნების ან პოსტიდან შესაძლო გადადგომის შესახებ ტიმოშენკოს არაფერი უთქვამს, თუმცა, განაცხადა, რომ იანუკოვიჩის გუნდი უკრაინაში სოციალური სტანდარტების ამაღლებას არ აპირებს და ეს მხოლოდ საარჩევნო პიარ-ტექნოლოგია იყო, რაც მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს.

პრემიერ-მინისტრის პოსტიდან იულია ტიმოშენკოს გადადგომას ფაქტიურად გადაწყვეტილი და მხოლოდ დროის საკითხი უწოდა დღეს უკრაინის პარლამენტში ”რეგიონების პარტიის” ფრაქციის წარმომადგენელმა ალექსანდრ ეფრემოვმა.

უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ტურჩინოვმა კი განაცხადა, რომ მთავრობის გადადგომის საფუძველს ვერ ხედავს. ტურჩინოვის შეფასებით, იანუკოვიჩსა და მის პარტიას ტიმოშენკოს მთავრობის ეშინიათ.
XS
SM
MD
LG