Accessibility links

იულია ტიმოშენკო არ აპირებს თანამდებობიდან გადადგომას


უკრაინის პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო არ აპირებს თანამდებობიდან გადადგომას, ამის შესახებ ტიმოშენკოს ბლოკის „ბიუტ“-ის ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსანდრ ტურჩინოვმა განაცხადა. 11 თებერვალს ტიმოშენკომ მთავრობის სხდომა ჩაატარა, თუმცა არჩევნების შედეგების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია. კენჭისყრის დასრულების შემდეგ ტიმოშენკოს მომხრეებმა არაეთრხელ განაცხადეს დარღვევებისა და გაყალბების შესახებ, რომლებსაც, მათი თქმით, ადგილი ჰქონდა დაახლოებით ათასამდე საარჩევნო ოლქში. უკრაიანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ოპოზიციის ლიდერმა ვიკტორ იანუკოვიჩმა იულია ტიმოშენკოზე 3,5 პროცენტით მეტი ხმა მიიღო.
XS
SM
MD
LG