Accessibility links

logo-print

ირანმა 20%-მდე გამდიდრებული ურანის პირველი პარტია გამოუშვა


ირანმა 20%-მდე გამდიდრებული ურანის პირველი პარტია გამოუშვა. ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა ისლამური რევოლუციის წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა. აჰმადინეჟადის თქმით, ირანის ისლამური რესპუბლიკა „ბირთვული სახელმწიფოა“. 20%-მდე გამდიდრებულ ურანს ძირითადად ატომურ ელექტოსადგურებში გამოიყენებენ, თუმცა მისი წარმოებისთვის საჭირო ტექნოლოგიის დახვეწის შემთხვევაში შესაძლებელია ატომური ბომბის დამზადებაც.
XS
SM
MD
LG