Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ურმას პაეტი: ნატო ღია უნდა იყოს საქართველოსა და უკრაინის მისაღებად


ნატო ღია უნდა იყოს ახალი წევრების, მათ შორის საქართველოსა და უკრაინის მისაღებად - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას პაეტმა ქვეყნის პარლამენტში დღევანდელი გამოსვლისას განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ესტონეთი მხარს უჭერს ალიანსში მაკედონიის რაც შეიძლება სწრაფად გაწევრიანებას და ალიანსთან ინტეგრაციის მიზნით, საქართველოსა და უკრაინის ძალისხმევას.
XS
SM
MD
LG