Accessibility links

logo-print

ნოღაიდელი: თანამშრომლობის შეთანხმება შესაძლოა ისტორიულ დოკუმენტად იქცეს


მოსკოვიდან თბილისში დაბრუნებულმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ მისი პოლიტიკური მოძრაობის და პარტია ”ედინაია როსიას” თანამშრომლობის შეთანხმება განსაკუთრებული დოკუმენტი არ არის, მხოლოდ ჩარჩო ხელშეკრულებაა და კონკრეტული საქმეები წინ არის. ამასთან, მოძრაობის ”სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერმა დასძინა, რომ სამომავლოდ ეს შეთანხმება შესაძლოა, იქცეს ისტორიულ დოკუმენტად, რომელიც საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობის მოგვარების საფუძველი იქნება და საქართველოს გაერთიანების და განვითარების შანსს დაუბრუნებს. ნოღაიდელის განცხადებით, შეთანხმების შემდეგ გაგრძელდება განხილვა ისეთი აქტუალური პრობლემებისა, როგორიცაა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენა და რუსეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის განახლება.
XS
SM
MD
LG