Accessibility links

კრიზისმა საბერძნეთში ნეგატიური ასახვა ჰპოვა ევროს კურსზე


ევროკავშირის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ფინანსური კრიზისის დასაძლევად საბერძნეთს დახმარება უნდა აღმოუჩინონ ევროზონის ქვეყნებმა. ბრიუსელში კავშირის სამიტზე გამოსვლისას ევროკავშირის პრეზიდენტმა ჰერმან ვან რუმპემ განაცხადა, რომ მთელი ევროზონის სტაბილურობისათვის აუცილებელია დახმარების ღონისძიებათა შეთანხმება, თუმცა ვან რუმპემ იქვე შენიშნა, რომ საბერძნეთს ფინანსური დახმარების თხოვნით ევროკავშირისათვის არ მიუმართავს. კრიზისმა საბერძნეთში ნეგატიური ასახვა ჰპოვა ევროს კურსზე, რომელიც უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში ათი პროცენტით დაეცა. სპეციალისტები შიშობენ, რომ საბერძნეთის მსგავსმა პრობლემებმა შესაძლოა თავი იჩინოს პორტუგალიასა და ესპანეთში.
XS
SM
MD
LG