Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ბაღაფშის ინაუგურაცია გაიმართება


სოხუმში, დე ფაქტო აფხაზეთის სახელმწიფო ფილარმონიაში დღეს პრეზიდენტის პოსტზე სერგეი ბაღაფშის ინაუგურაცია გაიმართება. ცერემონიას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელები, ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების, მთიანი ყარაბაღის, დნესტრისპირეთის, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები, რუსეთის ფედერალური საბჭოსა და სახელმწიფო სათათბიროს დელეგაციები, რუსეთის ფედერაციაში ნიკარაგუასა და ვენესუელას ელჩები და სხვა პირები დაესწრებიან. აფხაზური მხარის ინფორმაციით, ინაუგურაციაზე სხვადასხვა რანგის 120 სტუმარს ელიან. სეპარატისტულ აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2009 წლის 12 დეკემბერს გაიმართა. არჩევნებში ხმათა 58, 37%-ით სერგეი ბაღაფშმა გაიმარჯვა.
XS
SM
MD
LG