Accessibility links

logo-print

რუსეთის განცხადებით, ინგუშეთში 20 ექსტრემისტი მოკლეს


რუსეთის უშიშროების ძალების განცხადებით, სულ ცოტა, 20 მეამბოხე მოკლეს ინგუშეთში შეიარაღებული შეტაკების დროს. უშიშროების ფედერალური სამსახურის ცნობით, ოპერაცია დაიწყო ხუთშაბათს ჩეჩნეთის საზღვრის მახლობლად, მთიან რეგიონში მეამბოხეების ჯგუფისთვის ალყის შემორტყმით. ბრძოლა, რომელიც, როგორც იუწყებიან, ახლაც გრძელდება, ჩრდილოეთ კავკასიაში ფედერალურ ძალებსა და მეამბოხეებს შორის ბოლო თვეების მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი შეტაკებაა. უშიშროების ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, საგანგებო დანიშნულების შენაერთის რიგებში არავინ დაღუპულა.
XS
SM
MD
LG